
საგარეჯოს
ღირსშესანიშნაობები
ბლოგის ავტორი : საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ,სალომე კავთუაშვილი

წმ. შიოს ეკლესია
საგარეჯოს რაიონში სინამდვილეში წმინდა შიოს სახელზე 2 ეკლესია იყო აშენებულ. ერთი პატარძეულში, ხოლო მეორე- სოფელ გაღმა “თვალზე”, საგარეჯოში. ტოპეშაურის ხევის პირას აშენებული წმინდა შიოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სალოცავია, არავინ იცის მისი აშენების თარიღი, მაგრამ სავარაუდოდ აშენებული უნდა იყოს მე-6 საუკუნის დასასრულს და მე-7 საუკუნის დასაწყისში. წმინდა შიოს ეკლესია იყო მთვარი სალოცავი, ხოლო, როცა პეტერ-პავლეს დიდებული ეკლესია აშენდა, მან დაჰკარგა მთვარი სალოცავის მნიშვნელობა.

კვირაცხოვლის ეკლესია
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად!“

ქობთავი
ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პალდოს ზემოთ (ჩრდილო-დასავლეთით), დაახლოებით 1,5-2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება Vlll-lX საუკუნეებს.
სამნავიანი ბაზილიკაა, თუმცა, საეკლესიო ნაგებობის ამ არქიტექტურული ტიპისგან თავისებური, ორიგინალური გადაწყვეტით გამოირჩევა. ეკლესია სიგრძეში იმდენადაა დამოკლებული, რომ მისი გეგმის კონტური კვადრატს წარმოადგენს(8,7×8,7 მეტრს)

ქვლივიძეანთ კოშკი
საგარეჯოს ერთ-ერთი
ღირსშესანიშნაობა
ციხე-კოშკი რომელიც მდებარეობს
ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილში.

ქოლაგირის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი
ქოლაგირის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი სტრატეგიულ ადგილასაა და საცხოვრებლადაც ხელსაყრელი იყო. კომპლექსთან საკმაოდ ახლოს არის მდინარე იორი, შემოსევების დროს, როგორც ცნობილია, მტერი ხშირ შემთხვევაში, მდინარის ხეობებს მოუყვებოდა, ქოლაგირის კომპლექსიდან კი კარგად კონტროლდებოდა ივრის ხეობა. ასევე კარგად ჩანს უფრო დიდი სამონასტრო კომპლექსის – დიდი ქვაბების კლდეები.

ვედრების წმ. გიორგის ტაძარი (ვედრებელა)
არქიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარ თარაქის ზემოთ 1,5-2 კმ-ზე, მანავის ცივის მაღალი მთის, ტყით დაფარული ერთ- ერთი ფერდობის გავაკებულ წვერზე. ვარაუდით მე-XVI ს-ეს მიაკუთვნებენ (ლ. მელექსეთ-ბეგი, გ. ჩუბინაშვილი).

დავით-გარეჯი
დავითგარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში, იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს. სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული დონით.







