საგარეჯო
მუნიციპალიტეტის ცენტრია ქ. საგარეჯო, რომელიც თბილისიდან აღმოსავლეთით 45 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქი ზღვის დონიდან 772 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან გურჯაანის, დასავლეთიდან გარდაბნის, ჩრდილოეთიდან კი თიანეთის და თელავის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხრეთის საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ემიჯნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს 1553.69 კვ.კმ. რელიეფი ხასითდება მთაგორიანი ზეგანით, რომელსაც კვეთს მდინარე იორი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილი განლაგებულია ცივ–გომბორის მთისწინეთზე და ძირითადად ტყე–ბუჩქნარით არის დაფარული, მისი სამხრეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილის დაბლობი უტყეოა, ხოლო ჩრდილო ნაწილი ტყით არის შემორტყმული. აქ ჰავა ზომიერი კონტინენტურია, ნალექების რაოდენობა მერყეობს 500-დან-700 მილიმეტრამდე. უმაღლესი მწვერვალია მთა “ცივი” (ზღვის დონიდან 1991 მეტრი).


ქალაქი საგარეჯო, სოფლები: გომბორი,კოჭბაანი, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი, ყანდაურა, ბადიაური, მზისგული, შიბლიანი, იორმუღანლო, დუზაგრამა, , ლამბალო, თულარი, სათაფლე,უდაბნო.

წყარო: http://www.sagarejo.gov.ge/ge
საგარეჯოს დროშის და გერბის ავტორი: დავით ივანიშვილი.