პალდო

პალდო

სამაროვანი, არქეოლ. ძ. მდეობარეობს მდ. ივრის მარცხენა ნაპირზე, ივრის კაშხალთან. განეკუთვნება II და I ათასწლეულების მიჯნას. არქეოლ. ი. გრძელიშვილის ცნობით, კაშხლის მშენობლობის დროს დაუზიანებიათ ოთხკუთხა ორმოებში გამართული სამარხები, რ-ებშიც ადამიანის ძვლები და ბრინჯაოს მახვილები აღმოჩნდა. 

სამხრ. და ჩრდ. ეკლესიები ერთიანია. მ.შ. სამხრეთისა აფსიდითაა დასრულებული (მიწის ზემოთ შემორჩენილია მხოლოდ ჩრდ. გვერდის მცირე ნაწილი), ჩრდ. ეკლესია კი – სწორი კედლით. ორივე სადგომი გადახურულია იყო კამარით, რ-ის ნაშთი მთავარი ეკლესიის კედლებზეა დარჩენილი.

შენობის ფასადებიდან არქიტექტურულად მხოლოდ მთავარი ეკლესიის ფასადები იყო დამუშავებული.

მორთულობ ელემენტია კედლის სიბრტყეში მცირედ შეღრმავებული ბრტყელი თავი. (სიგ.-70სმ სიმ-130სმ.) როგორც ეს შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, თაღებით მხოლოდ აღმ. და სამხ. ფასადები იყო დანაწევრებული. თაღები ერთ დონეზე არის განლაგებული აღმ. ფასადზე ორი ასეთი თავია. ისინი გვერდითი ეკლესიების სახურავის ოდნავ ზემოთ, ფასადის გვერდის ნაწილებშია განლაგებული. სამხ. ფასადზე, როგორც ეს თაღების განლაგების სიტემიდან ირკვევა, სამი თაღი უნდა ყოფილიყო გამოყვანილი(შემორჩენილია მხოლოდ ორი). მათგან აღმ-იდან  მეორე თაღის ღერძზე, სარკმლის ღიობი არის მოთავსებული.

წყარო: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, მთავრი რედაქტორი რედაქტორი თამაზ დვალი.

Design a site like this with WordPress.com
Get started